Marca - „რეალმა“ ცვლილება გადაიფიქრა!
„მარკას“ ინფორმაციით, მადრიდის „რეალმა“ ცვლილება გადაიფიქრა, რომელიც მეორე კიპერს ეხებოდა.
იმ შემთხვევაში, თუ ალფონს არეოლა სამეფო კლუბის მეორე გოლკიპერობაზე თანხმობას განაცხადებს, „რეალი“ მას კონტრაქტს 2023 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივებს.
ზიზუ თვლის, რომ არეოლა კურტუას საიმედო შემცვლელია და ბელგიელ კიპერთან პრობლემების შექმნის შემთხვევაში, „ბლანკოსს“ მაღალი კლასის კარის დარაჯი ეყოლება.
თუ შეთანხმება შედგება, „ბლანკოსი“ ანდრეი ლუნინს აღარ დაიბრუნებს და კვლავ იჯარით გაანათხოვრებს, რათა მეტი გამოცდილება მიიღოს.
- 27 აპრილი 2020
- 1 027
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.