იტალიაში ვარჯიშს იწყებენ, ახლა ყველა ესპანეთს ელის!
ოფიციალურად დადასტურდა, რომ იტალიის სერია „ა“-ს გუნდები 4 მაისიდან ვარჯიშს იწყებენ.
სესიები 4 მაისიდან ინდივიდუალურ რეჟიმში გაიმართება, ხოლო 18 მაისიდან კოლექტივები სტანდარტულად ივარჯიშებენ.
ეს ყველაფერი უკავშირდება ჩემპიონატის განახლებას, რომელიც დიდი ალბათობით ივნისის პირველ ნახევარში უნდა ვიხილოთ.
ამ ყველაფრის პარალელურად ახლა ყველაზე ესპანეთის ლა ლიგის გადაწყვეტილებას ელის.
არაოფიციალური ინფორმაციით, მომდევნო დღეებში ლა ლიგაში დამატებით განცხადებას გააკეთებენ და გარკვეულ თარიღებს განსაზღვრავენ.
- 27 აპრილი 2020
- 1 088
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.