„პსჟ“ ვარანს პარიზში თამაშს კიდევ შესთავაზებს!
შარშან „პსჟ“-ს ხელმძღვანელობა რაფაელ ვარანის მიმართ ინტერესს იჩენდა, მაგრამ საბოლოო ჯამში მიზანს ვერ მიაღწია...
ალ ჰელაიფი ბრძოლის განახლებას მომდევნო ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს აპირებს. პარიზელების აზრით, ვარანი თანამედროების ერთ-ერთი საუკეთესო მცველია.
ამის პარალელურად „ბლანკოსი“ აპირებს, რომ ვარანს ახალი კონტრაქტი შესთავაზოს, რომელიც ფრანგი ფეხბურთელის ესპანეთის დდაქალაქში დარჩენას 2026 წლის ზაფხულამდე გაითვალისწინებს.
შეთანხმების შემთხვევაში, ვარანი ფაქტობრივად, მთელ კარიერას „რეალს“ დაუკავშირებს, ვინაიდან სამეფო კლუბში მისვლის დროს ის 18 წლის იყო, კონტრაქტის ამოწურვისას კი 33 წლის იქნება.
- 26 აპრილი 2020
- 1 083
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.