„რეალი“ რაფა ვარანს კონტრაქტის გახანგრძლივებას 2026 წლამდე შესთავაზებს
მადრიდის „რეალი“ რაფაელ ვარანს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს.
ახალი ხელშეკრულების მიხედვით, ვარანი „ბლანკოსში“ 2026 წლის 30 ივნისამდე დარჩება. ამ ეტაპისთვის ფრანგიმ მცველი 33 წლის იქნება.
ვარანს 25 აპრილს 27 წელი შეუსრულდა. მიუხედავად ასაკისა, ფრანგი უდიდეს გამოცდილებას და ძალიან ბევრ ტიტულს ფლობს. ის „რეალის“ ახალი სერხიო რამოსი უნდა გახდეს.
„ას“-ის ინფორმაციით, ვარანთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში ახალი ინფორმაცია გახდება ცნობილი.
- 26 აპრილი 2020
- 695
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.