ნეიმარის ყოფილი აგენტი:„მადრიდში გადასვლის შანსი ახლაც დიდია“
ნეიმარის ყოფილმა აგენტმა ძალიან საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.
„როდესაც მე და ნეიმარი ერთად ვმუშაობდით, ძალიან ბევრი გუნდი იჩენდა მიმართ ინტერესს.“
„მახსოვს 2010 წელი, როდესაც დაგვირეკეს ტურინიდან, „იუვენტუსის“ ინტერესი ძალიან დიდი იყო. ასევე შევხვდით „ბაიერნის“ წარმომადგენლებს, მაგრამ გერმანული წინადადება ნეიმარის მამამ დაბლოკა და ფეხბურთლმაც არ ისურვა ბუნდესლიგაში გადასვლა.“
„„რეალის“ ინტერესი თავიდანვე არსებობდა, თუმცა შემდეგ გამოჩნდა „ბარსელონა“ და ბრაზილიელმაც კატალონიაში გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო.“
„„პსჟ“-ში გადასვლის შემდეგ, მისი მალევე წასვლა წარმოუდგენელი სჩანდა. დღეს ნეის ფასი 164 მილიონი ევროა და თუ „რეალი“ ამ თანხას გადაიხდის, ტრანსფერი შედგება კიდეც, მაგრამ „ბლანკოსი“ თავს იკავებს.“
„ბოლო შეხვედრა ფლირენტინოსთან კარგად მახსოვს, მაშინ პრეზიდენტმა მითხრა, რომ ნეიმარის დამატების სურვილი კვლავ ჰქონდა, თუმცა იმდროინდელი მოვლენები არ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ ტრანსფერი შემდგარიყო.“
- 25 აპრილი 2020
- 1 201
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.