„რეალის“ სატრანსფერო პროექტი, რომელიც 500 მილიონი დაჯდება!
მადრიდის „რეალი“ ახალი სატრანსფერო პროექტის შემუშავების პროცესშია, რომლის საერთო ღირებულებაც 500 მილიონი ევრო იქნება...
რა თქმა უნდა, პირველ რიგში უდიდეს პრიორიტეტს კილიან მბაპე წარმოადგენს. გარდა ამისა იგეგმება ერლინგ ჰოლანდის შეძენაც.
გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვინისიუს ჟუნიორზე ფლორენტინო პერესი ძალიან დიდ იმედებს ამყარებს და მის გაშვებას არსად არ აპირებს, ამიტომ შეტევის ხაზში ძალიან დიდი ცვლილებების მომსწრენი არ უნდა გავხდეთ.
სამაგიეროდ, „ბლანკოსი“ აქტიურად იზრუნებს ნახევარდაცვის გაძლიერებაზე და მომდევნო 2 წლის განმავლობაში რამდენიმე მოთამაშეს შეიძენს. კვლავ აქტუალურია პოგბას საკითხი, ასევე დღის წესრიგში დგას ვან დე ბეეკის ყიდვა და ოდეგორის დაბრუნება.
გარდა ამისა, სამეფო კლუბი სერხიო რამოსის შემცვლელზეც აქტიურად იწყებს მუშაობას და ეცდება, რომ მაქსიმუმ 2022 წელს უმაღლესი კლასის უკანახაზელი ჰყავდეს რიგებში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს დე ლიხტი წარმოადგენს.
ამ ყველაფერს დაემატება სანტიაგო ბერნაბეუს რეკონსტრუქცია და სრულიად განახლებული ინფრასტრუქტურა.
არაერთი ესპანური გამოცემა იუწყება, რომ ამ ნაბიჯებით ფლორენტინო პერესი „ბლანკოსის“ პრეზიდენტობას კიდევ ბევრი წლით დაიბევებს.
- 25 აპრილი 2020
- 7 110
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.