„პსჟ“-ს რეგილონის წაყვანა სურს!
ფრანგული „პსჟ“ დაცვის მარცხენა ფლანგზე სერხიო რეგილონს იდეალურ ვარიანტად მიიჩნევს.
ამ ეტაპზე სერხიო „სევილიაშია“ და საიჯარო ხელშეკრულების მიხედვით, ანდალუსიელთა რიგები 2021 წლის ზაფხულამდე უნდა დაიცვას, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ფლორენტინო პერესს არსებული შეთანხმების შეცვლის გადაწყვეტილების მიღება 2020 წლის ზაფხულშიც შეეძლება.
პარიზელებს აინტერესებთ, შედის თუ არა რეგილონი ზინედინ ზიდანის გეგმებში. თუ „რეალი“ 1 წელიწადში მის გაყიდვას აპირებს, „პსჟ“ მზად არის, შეთანხმებას წელსვე მიაღწიოს და რეგილონი პარიზში ჩაიყვანოს.
Defensacentral-ის ინფორმაციით, სერხიოს ფასი დაახლოებით 40 მილიონი ევრო იქნება.
- 25 აპრილი 2020
- 1 556
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.