UEFA-მ რეკომენდაციები გასცა!
„უეფას“ აღმასრულებელი კომიტეტის შეხვედრა ვიდეო კონფერენციის საშუალებით შედგა.
მმართველმა ორგანომ შეაფასა აღნიშნული სიტუაცია და სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონატს გარკვეული რეკომენდაციები მისცა.
კომიტეტის შეხვედრაზე ერთხმად აღინიშნა, რომ ამ შემთხვევაში უმთავრესი ადამიანების ჯანმრთელობაა. ამასთანავე, ქვეყნებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ ჩემპიონატების გასაახლებლად, თუმცა თუ არ იარსებებს ობიექტური გარემოებები და თუ ფეხბურთის დაბრუნება პრობლემას შეუქმნის ფეხბურთელთა ჯანმრთელობას, უმჯობესია მარათონები დასრულდეს.
ამასთანავე, „უეფა“ მკაცრად მოითხოვს, რომ ჩემპიონატების დასრულების შემთხვევაში ხელმძღვანელობამ ზუსტად განსაზღვროს იმ კლუბებიც ვინაობა, რომლებმაც ევროტურნირებზე უნდა იასპარეზონ მომდევნო სეზონში.
რა თქმა უნდა, იდეალური სცენა ჩემპიონატების დასრულება და ევროტურნირის საგზურების მქონე გუნდების გამოვლენა ბოლო ტურის მაჩვენებლებით გამოვლენას ითვალისწინებს, თუმცა ეს არსებული პანდემიის გავრცელებასთან და არსებულ ვითარებასთან უნდა იყოს კავშირში.
ჩემპიონატების დაუსრულებლობის შემთხვევაში კლუბების არჩევის წესი უნდა ემყარებოდეს გამჭირვალე, ობიექტურ და არადისკრიმინაციულ პრინციპებს.
„უეფას“ აღმასრულებელი კომიტეტის შემდეგი შეხვედრა 27 მაისს შედგება, რის შემდეგაც გაცილებით მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.
- 25 აპრილი 2020
- 1 278
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.