კარვახალი „რეალთან“ ახალ კონტრაქტზე თანახმაა
ესპანური გამოცემების ინფორმაციით, დანი კარვახალი „რეალთან“ ახალ კონტრაქტზე თანახმაა...
ესპანელ ფეხბურთელს კლუბის შეცვლა არ სურს და მზად არის, ახალი გამოწვევა მიიღოს.
გავრცელებული ინფორმაციით, „რეალი“ მას ხელშეკრულების 4 წლით გახანგრძლივებას სთავაზობს, სადაც მისი სახელფასო შემოსავალი იგივე დარჩება.
მიმდინარე კონტრაქტის მიხედვით, დანი „ბლანკოსში“ 2022 წლის ზაფხულამდე რჩებოდა, ხოლო ახალ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის შემთხვევაში, თანამშრომლობას ვადა 2026 წელს ამოეწურება, როდესაც ესპანელი 34 წლის იქნება.
- 22 აპრილი 2020
- 756
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.