„პსჟ“-მ მბაპეზე ხელი ჩაიქნია და ნეიმარს ახალ კონტრაქტს უფორმებს
კილიან მბაპესთან დაკავშირებით სიახლეებია.
„პსჟ“-მ კილიანთან ახალ კონტრაქტზე ხელი ჩაიქნია. ამდენი უარის შემდეგ პარიზელები აღარ აპირებენ, რომ მბაპეს ახალი კონტრაქტი შესთავაზონ.
ახლა ალ ჰელაიფის მიზანი ნეიმარის შენარჩუნება გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, „პსჟ“-მ ბრაზილიელ ვარსკვლავს ახალი, 5 წლიანი კონტრაქტი შესთავაზა, სადაც მისი ანაზღაურება არ შემცირდება და კვლავაც იდენტური იქნება.
მბაპეს სურვილი „რეალში“ თამაშისადმი იმდენად დიდია, რომ ის თანხებზე არ ფიქრობს. „ბლანკოსი“ მისი საყვარელი კლუბია, ზიდანი კი კერპი, რომელთან ერთად თამაშზეც სულ ოცნებობდა, ახლა კი მისი რჩევა-დარიგებების მიღება სურს.
იმ შემთხვევაში, თუ „პსჟ“ ნეიმართან ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს, კიდევ ერთხელ გახდება თვალნათლივი, რომ მპაპესთვის ბრძოლა აქტიურ ფაზაში უნდა გადავიდეს, სწორედ ამ ნაბიჯის გადადგმას აპირებს ფლორენტინო პერესი.
კილიანი „რეალთან“ ახლოსაა და საბოლოო წერტილი პრეზიდენტმა უნდა დასვას.
- 22 აპრილი 2020
- 7 455
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.