France Football - მანეს ოცნება „რეალში“ თამაშია!
გამოცემა „ას“ France Football-ზე დაყრდნობით, საინტერესო სტატიას წერს.
ავტორიტეტული გამოცემები იუწყებიან, რომ სადიო მანეს ოცნება მადრიდის „რეალში“ თამაშია.
სენაგალელ ფეხბურთელს იურგენ კლოპთან იმდენად კარგი ურთიერთობა აქვს და იმდენად მადლიერია, რომ ამის ხმამაღლა თქმას ვერ ახერხებს. გერმანელმა სპეციალისტმა მანესგან ვარსკვლავი შექმნა და „ლივერპულის“ უდავო ლიდერად აქცია.
France Football-ის ინფორმაციით, მანეს შანსის ხელიდან გაშვება არ სურს, ვინაიდან დარწმუნებულია, რომ მომდევნო სეზონში „მერსისაიდელთა“ რიგებში დარჩენის შემთხვევაში, „ბლანკოსის“ ინტერესი შენელდება, რასაც პირველ რიგში მისი ასაკი განაპირობები.
სადიო ხვდება, რომ 2020 წლის ზაფხული მისთვის გადამწყვეტია. საქმეს კი ყველაზე მეტად ის ართულებს, რომ „ლივერპულთან“ არსებული კონტრაქტი მრავალწლიანია.
- 21 აპრილი 2020
- 1 471
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.