6 გადაწყვეტილება, რომელიც ზიდანმა „რეალის“ პრეზიდენტს ამცნო!
ვრცელდებ ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ზიდანი გეგმებს აწყობს...
უკვე მიღებულია 6 გადაწყვეტილება, რომელიც ზინედინ ზიდანმა ფლორენტინო პერესს ამცნო.
ბეილი უნდა წავიდეს
გარეთ ბეილის გუნდში დარჩენას ზიდანის აზრით არანაირი აზრი არ აქვს, ამიტომ უელსელმა გუნდი უნდა დატოვოს. ზიზუს აზრით, ბეილის მადრიდული კარიერა, რაც მალე დასრულდება, მით უკეთესია როგორც კლუბისთვის, ასევე თავად მოთამაშისთვის.
ხამესის მადრიდული კარიერა დასრულებულია
ზიდანი არც ხამეს როდრიგესს წყალობს. კოლუმბიელი ფეხბურთელი ახლაც აქტიურად განიხილავს არსებულ წინადადებებს და ზინედინი მას წასვლაში ხელს არ შეუშლის.
თავისუფალი არჩევანი მოდრიჩს
ლუკა მოდრიჩი თავად გადაწყვეტს წავა გუნდიდან 2020 წლის ზაფხულს თუ დაელოდება 2021 წლის ივნისს, როდესაც მას კონტრაქტი ამოეწურება და თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს. ზიდანი პატივს სცემს ხორვატს და თვლის, რომ ყველაფერი თავად ოქროს ბურთის მფლობელმა უნდა გადაწყვიტოს.
„რეალს“ არ სჭირდება სებალიოსი
დანი სებალიოსის მომავალი ჯერ კიდევ ბუნდოვანია, თუმცა ზიდანი მას არ ენდობა. „არსენალში“ განათხოვრებული ფეხბურთელი დიდი ალბათობით, არც მომდევნოს სეზონში დაიცავს „ბლანკოსის“ ღირსებას.
ახალი კონტრაქტი ბენზემას
კარიმ ბენზემასთან დაკავშირებით კითხვები აღარ არის. ზიდანმა მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება მოითხოვა და თანხმობას მიიღო. „რეალი“ კარიმს ხელშეკრულებას 2022 წლამდე გაუხანგრძლივებს, ზიზუს მოთხოვნა 2023 წლამდე გახანგრძლივებასთან დაკავშირებით კი არ დაკმაყოფილდება.
ახალი კონტრაქტი ისკოს
ისკო ალარკონს „რეალთან“ ხელშეკრულება 2022 წლის ივნისამდე აქვს გაფორმებული, მაგრამ ზიდანს სურს, რომ ესპანელმა ახალ კონტრაქტს მოაწეროს ხელი, რომელსაც ვადა 2025 წელს ამოეწურება. იმ დროისთვის ალარკონი უკვე 33 წლის იქნება.
ეს არის ის გადაწყვეტილებები, რომელიც ზიდანმა უკვე მიიღო, თუმცა ზაფხულში „ბლანკოსი“ გაცილებით დიდ აქტივობებს გეგმავს და არ არის გამორიცხული, კოლექტივში სერიოზული ცვლილებები მოხდეს.
- 20 აპრილი 2020
- 5 741
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.