რობერტო კარლოსი:„ჩემ ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი მე-7 თასის მოგებისას ვიყავი“
რობერტო კარლოსმა „ლა სეპტიმა“ გაიხსენა.
„ჩემ ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი მომენტი მაშინ იყო, როდესაც ჩემპიონთა ლიგის მე-7 თასი მოვიგეთ. მაშინ „სიბელესზე“ დაუჯერებელი სიტუაცია იყო, 100 000-ზე მეტი ქომაგი გარეთ გახლდათ გამოსული. გვესმოდა ჩვენი სახელები და შეძახილები, რომელიც არასდროს დამავიწყდება.“
„პირველი დღე ბერნაბეუზე არასდროს დამავიწყდება. 80 000-მდე ქომაგის წინაშე გავედი მოედანზე და ოვაციები მესმოდა. ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა, რა რეაქცია ექნებოდა ხალხს, თუ შეცდომას დავუშვებდი. მაშინ ბევრს ვნერვიულობდი, ახლა კი ის დღეები კარგად მახსენდება.“
„ასევე ემოციური იყო ის დღე, როდესაც გუნდს დავემშვიდობე. კარგად მახსოვს ბოლო მატჩი „მალიორკას“ წინააღმდეგ, რომელიც 17 ივნისს შედგა. 2007 წელს დადგა დღე, როდესაც მსოფლიოს საუკეთესო კლუბს დავემშვიდობე. მას შემდეგ 13 წელი გავიდა.“
- 18 აპრილი 2020
- 1 410
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.