ნაჩო წარსულში ბრუნდება!
მიმდინარე სეზონი ნაჩო ფერნანდესისთვის კატასტროფულია...
„ნაჩო წარსულში ბრუნდება“ - სწორედ ასეთი სათაურებით იწყებენ ესპანური გამოცემები ანალიტიკურ სტატიას, სადაც განხილულია უკანახაზელის მიმდინარე სეზონის სტატისტიკა.
როგორც სჩანს, ედერ მილიტაოს და ფერლან მენდის ტრანსფერმა ნაჩოს შანსები საერთოდ შეამცირა. ცენტრში რამოსისა და ვარანის ალტერნატივაც მილიტაო იქცა, ხოლო მარცხენა ფლანგზე მარსელოსა და მენდის კონკურენციის პირობებში ნაჩეტეს შანსი ნულოვანია.
ერთადერთი ვარიანტი, სადაც ნაჩოს თამაშის საშუალება ეძლევა მარჯვენა ფლანგია, ვინაიდან გუნდს იქ მხოლოდ კარვახალი ჰყავს, თუმცა ესპანელი უალტერნატივოდ ითვლება.
იმ ფონზე, რომ „ბლანკოსი“ აშრაფ ჰაკიმის დაბრუნებასთან ახლოსაა და ოდრიოზოლასაც გუნდში დაბრუნება უწევს, ნაჩოს შანსები კიდევ უფრო მცირდება.
მიმდინარე სეზონში 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მის ანგარიშზე ჯამში 640 წუთი და 2 გოლია. მსგავსი მწირი მაჩვენებელი ესპანელ ფეხბურთელს წლებია არ ჰქონია და სწორედ მაშინ უფიქსირდებოდა, როდესაც „მერენგების“ მთავარ გუნდში პირველ ნაბიჯებს დგამდა.
- 16 აპრილი 2020
- 1 523
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.