მანჩესტერ „იუნაიტედი“ „რეალის“ 2 ვარსკვლავში 180 მილიონს იხდის!
ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით, მანჩესტერ „იუნაიტედმა“ „რეალის“ 2 ფეხბურთელი ამოიღო მიზანში...
ინგლისელები იუწყებიან, რომ „იუნაიტედი“ მომდევნო ზაფხულს უპრეცენდენტო სატრანსფერო პოლიტიკას აწარმოებს და არაერთ ვარსკვლავს დაიმატებს.
„მანჩესტერი“ მზად არის რაფაელ ვარანის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გამოყოს, ხოლო ფედერიკო ვალვერდეში კი 80 მილიონი ევრო გადაიხადოს.
„წითლებში“ თვლიან, რომ ამ 2 ტრანსფერით გუნდს ძალიან გააძლიერებენ. გარდა ამისა, „იუნაიტედი“ ხამესისა და ბეილის კანდიდატურებითაც ინტერესდებოდა, თუმცა ამ ინფორმაციის შესახებ ახალი ჯერ-ჯერობით არაფერია.
- 15 აპრილი 2020
- 1 799
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.