ოდრიოზოლა 1 წლით „ლიონში“?
ფრანგულ გამოცემებზე დაყრდნობით, „ლიონმა“ ალვარო ოდრიოზოლას 1 წლიანი იჯარით აყვანის სურვილი გამოთქვა.
ფრანგები მადრიდის „რეალთან“ მოლაპარაკებების გამართვას გეგმავენ.
ოდრიოზოლას ესპანეთში დაბრუნება მიმდინარე ხელშეკრულების მიხედვით 30 ივნისს მოუწევს, თუმცა სეზონის განახლების შემთხვევაში არ არის გამორიცხული, ესპანელი ბუნდესლიგაში ჩემპიონატის დასრულებამდე დარჩეს.
ზიდანი ჰაკიმის იბრუნებს, რაც ალვაროს შანსებს ამცირებს, აქედან გამომდინარე, სავსებით შესაძლებელია, ფლორენტინო პერესმა „ლიონის“ წინადადება მიიღოს და განაპირა მცველი 1 წლით საფრანგეთის ჩემპიონატში გაუშვას.
ჯერ-ჯერობით უცნობია თავად ოდრიოზოლას პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
- 15 აპრილი 2020
- 801
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.