„ლივერპული“ მანეს შემცვლელად კილიან მბაპეს ასახელებს!
თუ „ლივერპული“ და „რეალი“ შეთანმხდებიან, რის საფუძველზეც სადიო მანე „ბლანკოსში“ გადავა, მერსისაიდული კლუბი ტოპ ტრანსფერისთვის დაიწყებს მუშაობას.
იურგენ კლოპს ძალიან სურს კილიან მბაპეს დამატება და თვლის, რომ ფრანგ ფეხბურთელს მერსისაიდულ კლუბთან ერთად ახალი ეპოქის შექმნა შეუძლია.
თუ „ლივერპული“ მანეს სანაცვლოდ 170 მილიონ ევროს მიიღებს, ამ თანხას მთლიანად მიმართავს მბაპეს ტრანსფერში. „ლივერპული“ ასევე მზად იქნება, აღნიშნულ თანხას 80 მილიონი ევრო დაამატოს და კილიანის სანაცვლოდ 250 მილიონი გაიღოს.
კლოპის აზრით, თუ მბაპე „ლივერპულში“ წლების მანძილზე დარჩება, ის კლუბის ისტორიის პირველი მოთამაშე გახდება.
ეს ყველაფერი საქმეს ურთულებს სამეფო კლუბს, რომელსაც მანეს სურს და მბაპეც. ზიდანს აშკარად არჩევანის გაკეთება მოუწევს, თუმცა ეჭვი არავის ეპარება, რომ „ბლანკოსს“ არჩევანი ფრანგი მსოფლიო ჩემპიონი იქნება.
- 14 აპრილი 2020
- 1 446
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.