მომდევნო სეზონში „რეალს“ ახალი მეკარე ეყოლება!
გადაწყვეტილება მიღებულია...
ალფონს არეოლა სეზონის ბოლოს „რეალს“ დატოვებს და პარიზში დაბრუნდება, თუმცა დიდი ალბათობით, პარიზშიც არ დარჩება და იმ კლუბისკენ აიღებს გეზს, რომელიც მას პირველ გოლკიპერობას შეპირდება.
ესპანური გამოცემების ინფორმაციით, ზიდანი მეორე მეკარეობის კანდიდატად ანდრეი ლუნინს განიხილავს, თუმცა არ არის გამორიცხული, უკრაინელი სხვაგან წავიდეს და „ბლანკოსმა“ რომელიმე კარის დარაჯი იჯარის წესით დაიმატოს.
ის ფაქტია, რომ „რეალში“ მომდევნო სეზონში 1 ახალი მეკარე იქნება.
- 14 აპრილი 2020
- 1 733
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.