Bild - ჰოლანდზე ეს ინფორმაცია არავინ იცოდა, „რეალს“ პრობლემა შეექმნა!
გერმანული გამოცემა BILD ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას აქვეყნებს...
საქმე ეხება ერლინგ ჰოლანდის მადრიდის „რეალში“ ტრანსფერს. დიახ, ნორვეგიელი ფორვარდის გამოსასყიდი თანხა სწორედ 75 მილიონ ევროს შეადგენს, მაგრამ მსურველ კლუბს მისი ამ თანხით გამოსყიდვა 2021 წლის ზაფხულიდან შეუძლია.
ამასთანავე არსებობს ერთი პუნქტი, რომელმაც შეიძლება „რეალს“ შანსი დაუტოვოს. აღნიშნული თანხის გადახდისა და გერმანული მხარის თანხმობის შემთხვევაში, შესაძლოა გარიგება შედგეს.
ახლა ყველაფერი „რეალზე“ აღარ იქნება დამოკიდებული, ვინაიდან 75 მილიონ ევროს ბორუსიელთა თანხმობაც დასჭირდება, სხვა შემთხვევაში კი სამეფო კლუბს 1 წლით მოცდა მოუწევს.
- 13 აპრილი 2020
- 4 251
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.