„რეალი“ ზაფხულში ყველაზე მეტ ფეხბურთელს გაუშვებს
მსგავსი პრეცენდენტი 21-ე საუკუნეში არ დაფიქსირებულა...
ფლორენტინო პერესი ხვდება, რომ კლუბის საკუთრებაში ძალიან ბევრი ფეხბურთელია და მათი გაყიდვის საჭიროება დგას.
იჯარით გაშვებული მოთამაშეების ჩათვლით „ბლანკოსის“ ბალანსზე 37 მოთამაშე ირიცხება.
ესპანური ავტორიტეტული გამოცემების დაყრდნობით, 21-ე საუკუნეში ფეხბურთელთა ამ რაოდენობის გაშვება არ დაფიქსირებულა და 2020-ის ზაფხული საკმაოდ აქტიური იქნება.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, გუნდს 12-14 მოთამაშე დატოვებს. ახალი ფეხბურთელების დამატებისა და იჯარით სხვა მოთამაშეების გაშვების ვარიანტშიც, „ბლანკოსის“ ბალანსზე 28-29 მოთამაშეზე მეტი არ იქნება.
- 11 აპრილი 2020
- 8 082
- 8
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.