მანჩესტერმა 450 მილიონი გაამზადა - სიაში „რეალის“ 2 ვარსკვლავია!
ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით, მანჩესტერ „იუნაიტედი“ ზაფხულში სერიოზულ გაძლიერებას გეგმავს...
„იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა ხვდება, რომ კლუბის საქმეები ძალიან უკან მიდის.
წლებია „მანჩესტერი“ გრანდად აღარ ითვლება, რაც ძალიან სამწუხარო ფაქტია, გუნდია პრემიერლიგაში ჩემპიონობაზე ვერც კი ოცნებობს და ოთხეულში მოხვედრა ყველაზე კარგ შედეგად ითვლება.
ფინანსური თვალსაზრისით „წითლებს“ პრობლემა არ აქვთ და ზაფხულში სერიოზულ სატრანსფერო გარღვევას გეგმავენ.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, „იუნაიტედი“ 450 მილიონი ევროს დახარჯვას აპირებს და სატრანსფერო სიაში ხამეს როდრიგესი და გარეთ ბეილიც ჰყავს. გარდა ამისა, „იუნაიტედს“ ჟეიდონ სანჩოს, ჰარი კეინის და ჯეიმს მედისონის დამატებაც სურს.
ამასთანავე, ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ინგლისური მხარე პოლ პოგბას დათმობს, ვინაიდან სატრანსფერო გაყიდვების შემოსავლების დაუფიქსირებლობის შემთხვევაში პრობლემები შეექმნება.
- 11 აპრილი 2020
- 3 404
- 11
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.