მაურისიო სარიმ „რეალის“ ნახევარმცველი მოინდომა
იტალიური გამოცემების ინფორმაციით, მაურისიო სარი სამეფო კლუბის კუთვნილებაში მყოფი ნახევარმცველით დაინტერესდა...
საქმე დანი სებალიოსს ეხება, რომელიც იჯარის წესით „არსენალშია“ განათხოვრებული და ხელშეკრულების მიხედვით, 30 ივნისს ესპანეთის დედაქალაქს უნდა დაუბრუნდეს.
ამ ეტაპზე ზიდანი სებას გუნდში დატოვების საკითხს არც კი განიხილავს, რაც „ბებერ ქალბატონს“ გააქტიურების შემთხვევაში დიდ შანსს მისცემს.
როგორც სჩანს, მაურისიო სარის ესპანელი ნახევარმცველი მოსწონს და თვლის, რომ ის სერია „ა“-ს კარგად მოერგება.
უცნობია ფინანსური დეტალები, ვინაიდან ოფიციალური შეთავაზება ჯერ-ჯერობით არ არსებობს.
- 11 აპრილი 2020
- 1 931
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.