მაიკლ ფელანი:„რონალდუს მანჩესტერში დასცინოდნენ კიდეც“
მაიკლ ფენანი, რომელიც სერ ალექს ფერგიუსონის დროს „იუნაიტედში“ მუშაობდა და კრიშტიანო რონალდუს ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანა, ჟურნალისტებს ესაუბრა...
„რონალდუსთან დაკავშირებით დაუსრულებელი საუბარი შემიძლია, ვინაიდან ეს ძალიან დიდი მასშტაბის ადამიანია.“
„როდესაც პორტუგალიელი მანჩესტერში ჩამოვიდა, მივხვდით, რომ საქმე განსხვავებულ ადამიანთან გვქონდა. ის მუდმივად მოითხოვდა მეტს, ბევრს მუშაობდა მწვრთნელებთან, ყველას ეჩხუბებოდა, რომ მისი მინუსები უფრო თვალშისაცემი გამხდარიყო. კრიშტიანოს ყოველთვის სურდა, რომ ის გაგვეკრიტიკებინა, რათა სუსტი მხარეები გაეუმჯობესებინა.“
„რონალდუს ხსირად დასცინოდნენ კიდეც, ის ყველას აოცებდა და თვალსაჩინო იყო, რომ ყველანაირად განსხვავებულ ფიგურას წარმოადგენდა.“
„ალექს ფერგიუსონმა „7“-იანზე ბევრი იმუშავა და ბევრი თვისება გამოუსწორა. რონალდუ უფრო ინდივიდუალისტი იყო, თუმაც გუნდურ სულისკვეთებას და ინტერესებსაც ხშირად ითვალისწინებდა.“
„ნაბიჯი, რომელიც „რეალში“ გადასვლას ითვალისწინებდა ძალიან მძიმე იყო, თუმცა მან მანჩესტერში ბევრი სამახსოვრო ნივთი იყიდა და მადრიდში ისე გაემგზავრა. მაშინ ჩვენ მივხვდით, რომ ინგლისში ცხოვრებით პორტუგალიელი ძალიან ბედნიერი იყო.“
„წლების მანძილზე კრიშტიანო ჩვენთან კონტაქტს არ წყვეტდა და წარსულს სხვადასხვა გზით უკავშირდებოდა, მისთვის „იუნაიტედი“ ძალიან მნიშვნელოვანი იყო.“
„არ ვიტყვი, რომ რონალდუ ჩემი ჩამოყალიბებულია, თუმცა მის წინსვლაში დიდი როლი ვითამაშე და ეს ყველაფერი ძალიან მაბედნიერებს. ვთვლი, რომ პორტუგალიელის სახით მსოფლიო ფეხბურთს დიდი ფიგურა ჰყავს, რომელიც ისტორიას დარჩება.“
„გავრცელებული ჭორები, რომელიც რონალდუს „რეალში“ დაბრუნებას უკავშირდება უსაფუძვლო ნამდვილად არ არის, მას უყვარს მადრიდი, მაგრამ ვერ გეტყვით, დატოვებს თუ არა „იუვენტუსს“.“
- 11 აპრილი 2020
- 1 897
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.