„რეალი“ ძანიოლოს ვერ ივიწყებს
მადრიდის „რეალი“ იტალიელი ტალანტის, ნიკოლო ძანიოლის შეძენით ჯერ კიდევ 1 წლის წინ დაინტერესდა.
ესპანური გამოცემების ინფორმაციით, ფლორენტინო პერესს „რომას“ ფეხბურთელი არ დავიწყებია და ზაფხულში მოლაპარაკებების განახლებას აპირებს.
ძანიოლოს დამატებით „რეალის“ გარდა ტურინის „იუვენტუსიც“ ინტერესდება, რომელმაც გასულ ზაფხულს მოლაპარაკებები უშედეგოდ სცადა.
იმ ფონზე, რომ „ბებერ ქალბატონს“ სერიოზული კრიზისი დაეწყო და ფინანსური თვალსაზრისით საქმე კარგად არც „რომას“ აქვს, „რეალი“ სიტუაციის გამოყენებას და ახალგაზრდა ფეხბურთელის ხელში ჩაგდებას ეცდება.
სხვა დეტალები ტრანსფერთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით უცნობია.
- 10 აპრილი 2020
- 760
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.