ჰოლანდი 2020-ში, მბაპე 2021-ში

ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ მადრიდის „რეალი“ დაიმატებს, როგორც ჰოლანდს, ასევე მბაპეს, მაგრამ ორივეს დამატება მიმდინარემ წელს ვერ მოხდება...

ფლორენტინო პერესი ნორვეგიელი ფეხბურთელის ტრანსფერს მომავალ ზაფხულს აპირებს, კილიან მბაპე კი მადრიდისტა 2021 წელს გახდება.

ორივე მოთამაშე ძალიან ახალგაზრდაა და უდიდეს პერსპექტივას ფლობს, სწორედ ისინი უნდა დახდნენ „რეალი“ შეტევის მთავარი მამოძრავებელი ფიგურები.

სამეფო კლუბი ამ ტრანსფერების გასაჩარხად ყველაფერს გააკეთებს და არც თანხას დაზოგავს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 1 წელიწადში მბაპეს ფასი მნიშვნელოვნად შემცირდება, ვინაიდან „პსჟ“-სთან კონტაქტის ამოწურვამდე ცოტა დრო იქნება დარჩენილი.

  • Hala
  • 9 აპრილი 2020
  • 1 304
  • 2

1

10 აპრილი 2020 00:14

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ეს ჰალანდი არის ტიპიური ცენტრი, ძალიან მაგარი ბიჭია,მაგრამ რეალი არც ზალსბურგია და არც დორტმუნდი. ასეთ ფეხბურთელებს კიდევ უნდა აკვირდებოდნენ მინიმუმ 1 წელი, ეს შეიძლება გადმოვიდეს და მოკვდეს სკამზე. ჯერ ერთი რეალში თამაში ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის არ არის ადვილი, მხოლოდ გამონაკლისებს თუ ჩავთვლით. რამდენი პერსპექტიული იყიდა გუნდმა,თავის გუნდებში რო მაგრა თამაშობდნენ? მარა რა ქნეს რო? ვერც ვერაფერი. გაანათხოვრებ სხვაგან და თამაშბენ, დაიბრუნებენ და კვდებიან. რეალი არ არის გუნდი სადაც გამოსაცდელ ვადას მოგცემენ, აქ რო შემოხვალ მოიედანზე პირველივე წუთებიდან უნდა დაამტკიცო შენი შესაძლებლობები. აქ შენ კვირები არავინ დაგელოდება როდის მოხვალ აზრზე.

ბმაპეს რაც შეეხება, ეს უკვე შემდგარი ვარსკვლავია ამ ასაკში და რეალში იდეალურად ითამაშებს,მას არ დაჭირდება დრო შესაგუებლად. ის იქნება მანქანა,რომელსაც თითქმის ვერ გააჩერებენ. თუმცა სამწუხაროდ 2021 წელსაც კი შეიძლება გადაიდოს მისი მოყვანა. თუ საფრანგეთში სეზონი არ გაგრძელდება,რისი ალბათობაც ძალიან მაღალია, მაშინ ეს წელი კონტრაქტში არ ჩაითვლება და გადაიწევს 1 წლით უკან. ასეთ შემთვევაში მბაპეს კონტრაქტი არა 2022-ში არამედ 2023-ში ამოიწურება. ეს კიდევ ნიშნავს,რომ რეალი მას კიდევ 2 წელი ვერ იყიდის.
https://psgtalk.com/2020/02/journalist-confirms-that-psg-may-not-sell-mbappe-to-
real-madrid-for-any-price/

საკმაოდ კარგი ჟურნალისტია და ვისაც ესმის ინგლისური შეუძლია წაიკითხოს. აქ არის ბევრი დეტალი და სრულიად ვეთანხმები, იმის ალბათობა, რომ შემდეგ წელს მბაპემ ახალი კონტრაქი გააფორმოს ძალიან დიდია. ლა ლიგა ფეხბურთელებისთვის 50% ჩამოკლებას ითხოვს და სწორედ ის გადაწყვეტს რამდენიმე დღეში ფეხბურთელები რამდენს აიღებენ. ასეთ შემთხვევაში, ყველა ფეხბურთელი და მათ შორის მბაპეს დანაკარგი იქნება კოლოსალური, სწორედ პესეჟე არის ის გუნდი,რომელსაც შეუძლია მბაპეს მიცეს ისეთი ხელფასი და ბონუსი,რომელსაც რეალი 5 წელში აღებული ვერ მიცემს. მოვლენები ასე თუ განვიტარდა რეალის მბაპეს კდიე 3 წელი ნამდვილად არ დაელოდება და დაიწყებს გუნდის შენებას ხელმისაწვდიმი და ტოპ ფეხბურთელებით.

2

10 აპრილი 2020 19:11

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 121
მბაპე თუ ამ ზაფხულს ვერ იყიდეს,მაშინ ის აღარასოდეს გადმოვა რეალში.ან წელს,ან არასოდეს.ეს პერესსაც ესმის და თვითონ მბაპესაც.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)