ეტო'ო: "მოურინიოს დაცვითი სტილით თამაში არ უყვარს."
ინტერის ფორვარდმა, სამუელ ეტო'ომ განაცხადა, რომ ხუთი თავდამსხმელით თამაში იმაზე მეტყველებს, რომ მოურინიოს დაცვითი სტილის ფეხბურთი არ იზიდავს.
Marca-სთან საუბარში სამუელმა განაცხადა: "ჟოზე მოურინიო ძალიან კარგი მწვრთნელია. ვფიქრობ მან გუნდი არ უნდა დატოვოს, რადგან მის გარეშე ძალიან გაგვიჭირდება."
"მოურინიოს ნებისმიერი გუნდის ფეხზე დაყენება შეუძლია. ხშირად ამბობენ, რომ მას უყვარს დაცვითი სტილით თამაში. თუ დავაკვირდებით, "ინტერი" ხუთი ფორვარდით თამაშობს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ჟოზეს მთავარი ამოცანა შეტევაში კარგად თამაშია."
ინფორმაციის წყარო: Marca.Com
- 14 მაი 2010
- 2 020
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.