პერესის საოცნებო სამეული - მბაპე, ჰოლანდი, ვინისიუსი!
ფლორენტინო პერესი მადრიდის „რეალის“ მომავალს კილიან მბაპეში, ერლინგ ჰოლანდსა და ვინისიუს ჟუნიორში ხედავს...
პერესმა უკვე შეძლო და შექმნა BBC, რომელმაც საოცრებები ჩაიდინა და ჩემპიონთა ლიგის 4 თასიც მოიგო, ახლა კი განახლების დროა და პრეზიდენტი ახალი, მომაკვდინებელი თავდასხმის ხაზის შექმნას გეგმავს.
ფლორენტინო მიიჩნევს, რომ ახალი პროექტის უდავო ლიდერი მბაპე უნდა გახდეს, ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერი.
ამასთანავე, ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ პრეზიდენტი ვინისიუს ჟუნიორის არსად გაშვებას არ გეგმავს და მასზე დიდ იმედებს ამყარებს. ფლორენტინოს აზრით, ვინისიუსის იჯარით გაშვებაც არ იქნება უპრიანი.
Defensacentral-ის ინფორმაციით, პერესს მბაპეს ტრანსფერისადმი იმდენად დიდი სურვილი აქვს, რომ არაადეკვატური ნაბიჯების გადადგმაც არ იქნება გასაკვირი. არაადეკვატურ ნაბიჯში კი კოლოსანური თანხის გადახდა იგულისხმება.
ფლორენტინო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ „პსჟ“ ფეხბურთელის 2020 წლის ზაფხულში გაშვებაზე დაიყოლიოს და კილიანთან 6 წლიან კონტრაქტს მოაწეროს ხელი.
- 7 აპრილი 2020
- 1 227
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.