ესპანეთში საქველმოქმედო „ელ კლასიკოს“ ჩატარებაზე ფიქრობენ
ესპანურ გამოცემებზე დაყრდნობით, სულ ცოტა ხანში შესაძლოა ლეგენდების „ელ კლასიკო“ ვიხილოთ...
იდეის ავტორი იკერ კასილიასია, რომელიც თვლის, რომ ლეგენდების „ელ კლასიკო“ ნებისმიერ სტადიონს გადაავსებს და საქველმოქმედო თვალსაზრისით ამ მატჩის ჩატარება მნიშვნელოვანი იქნება.
ჯერ-ჯერობით უცნობია, რა მიმართულება მიეცემა მატჩზე დასასწრები ბილეთებიდან გაყიდულ თანხას, თუმცა ის ფაქტი ცნობილია, რომ რესურსი ქველმოქმედებისკენ იქნება მიმართული.
„რეალისა“ და „ბარსელონას“ ლეგენდებს სურთ, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში საკუთარი წვლილი შეიტანონ და მათ დაეხმარონ, ვისაც ვირუსისგან ყველაზე დიდი ზიანი მიადგა.
- 7 აპრილი 2020
- 797
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.