რონალდუ:„ჩემი „იუვენტუსიდან“ წასვლის შანსს ამ ეტაპზე ვერ ვხედავ“
კრიშტიანო რონალდუმ „იუვენტუსიდან“ წასვლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„ინფორმაციები, რომელიც პრესაში ვრცელდება საფუძველს არის მოკლებული. მე ფეხბურთელი ვარ და არა პრეზიდენტი, შესაბამისად არ ვიცი, რა მდგომარეობაა კლუბში ფინანსური თვალსაზრისით, თუმცა ჩემთვის არავის უთქვამს, რომ რაიმე სახის ცვლილება იგეგმება.“
„თუ ხელმძღვანელობა დამიკავშირდება და მეტყვის, რომ ჩემთან თანამშრომლობა აღარ სურთ, მაშინ ტურინში ნამდვილად აღარ დავრჩები, თუნდაც „რეალში“ წასვლა მომიწიოს, მაგრამ ამ სცენარს ახლა არ განვიხილავ და უაზრობად მიმაჩნია.“
- 7 აპრილი 2020
- 10 620
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.