სურათზე 140 მილიონი ევროა !!!
ესპანური გამოცემები აქტიურად იუწყებიან, რომ მადრიდის „რეალი“ ზაფხულში ბევრ ფეხბურთელს გაუშვებს.
„სურათზე 140 მილიონი ევროა“ - სწორედ ასეთი სათაურებით იწყებენ გამოცემები სტატიას, სადაც გარეთ ბეილი, მარიანო დიასი, ალვარო ოდრიოზოლა და ხამეს როდრიგესი არიან ასახულნი.
სამეფო კლუბი ბეილის სანაცვლოდ 45 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს, მარიანო დიასის სანაცვლოდ 25 მილიონის, ასევე 25 მილიონად არის შეფასებული 24 წლის ოდრიოზოლა.
რაც შეეხება ხამეს როდრიგესს, პერესს მისი გაყიდვა ყველაზე ძვირად სურს, თუმცა ფაქტი ის არის, რომ კოლუმბიელის ფასი 40-45 მილიონ ევროზე მეტი არ იქნება.
ერთი რამ ფაქტია, 140 მილიონი ევროს მიღების ფარგლებში „ბლანკოსი“ ბევრ საქმეს გაიმარტივებს, ეს ფეხბურთელები კი, რომლებიც სურათზე არიან გამოსახულნი კლუბში ყოფნით ვერაფერს ახერხებენ.
- 6 აპრილი 2020
- 1 426
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.