ნაგელსმანი:„მე „რეალის“ განვითარებას სულ სხვა სტილში ვხედავ“
ჟულიან ნაგელსმანმა მადრიდის „რეალთან“ დაკავშირებით ისაუბრა...
„მე მადრიდის „რეალთან“ მხოლოდ ერთხელ მქონდა კონტაქტი და ამის დადასტურება შემიძლია, თუმცა მაშინ არ ჩავთვალე საჭიროდ კომუნიკაციის გაღრმავება, ვინაიდან საკუთარ თავში დარწმუნებული არ ვიყავი.“
„ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მე სამეფო კლუბის განვითარებას სულ სხვა სტილში ვხედავ.“
„პრესაში მადრიდულ გიგანტს არაერთ ვარსკვლავს უკავშირებენ და მათ ტრანსფერებზე ბევრი იწერება. ყოველივეს შემხედვარე კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე, როდესაც მადრიდში წასვლას არ დავთანხმდი.“
„ერთადერთი ტრანსფერი, რომელსაც ხელს მოვაწერდი კილიან მბაპეა. ასევე ვთვლი, რომ სერხიო რამოსი დიდ ფეხბურთს კიდევ მინიმუმ 5 წელი ითამაშებს, ლუკა მოდრიჩი კი მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველია.“
- 6 აპრილი 2020
- 1 809
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.