„პსჟ“-მ „რეალს“ ვინისისუსი სანაცვლოდ 85 მილიონი შესთავაზა
Defensacentral-ის ინფორმაციით, ვინისიუს ჟუნიორის სანაცვლოდ „რეალმა“ მაცდური წინადადება მიიღო.
„პსჟ“ მზადყოფნას გამოთქვამს, ბრაზილიელი ტალანტის სანაცვლოდ 85 მილიონი ევრო გადაიხადოს. საფრანგეთში მიიჩნევენ, რომ ეკონომიკური კრიზისის დროს, ფლორენტინო პერესს ამ წინადადებაზე უარის თქმა გაუჭირდება.
ვინის მიმართ პარიზელთა მხრიდან ინტერესი რამდენიმე თვის წინ გაჩნდა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოვებასთან კი საუბრები გააქტიურდა.
ესპანური გამოცემების ინფორმაციით, მოლაპარაკებები ამ ეტაპზე გადამწყვეტ ფაზამდე არ არის მისული.
- 6 აპრილი 2020
- 2 009
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.