ოდრიოზოლა:„ჩემს ირგვლივ მოვლენები ძალიან სწრაფად განვითარდა“
ალვარო ოდრიოზოლამ ახლანდელ ცხოვრებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა...
„მას შემდეგ, რაც „რეალში“ მოვედი, ყველაფერი ძალიან სწრაფად განვითარდა. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ სამეფო კლუბთან ერთად სულ სხვა მიზნები მქონდა, ახლა საერთოდ „ბაიერნში“ ვთამაშობ და არ არის გამორიცხული, საიჯარო ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ სეზონის ჩამთავრება „ბლანკოსში“ მომიხდეს.“
„მჯერა, რომ არსებული პანდემია მალე დასრულდება და ჩემპიონატები აღდგება. ისიც მჯერა, რომ „რეალი“ ინგლისში გაემგზავრება და ჩემპიონთა ლიგის მატჩს „სიტის“ წინააღმდეგ გამართავს.“
„ვფიქრობ, ცხოვრებაში ტყუილად არაფერი ხდება და ყველაფერს თავისი მიზანი აქვს. ის, რაც მოხდა ჩემი განვითარებისთვის იყო საჭირო.“
„24 წლის ასაკში უკვე მაქვს „რეალში“ და „ბაიერნში“ თამაშის გამოცდილება, ეს პატარა რამ არ არის. ვფიქრობ, შემიძლია მომატება და ჩემი სახელის ისტორიაში დატოვება, ამისთვის ბევრს ვიშრომებ.“
„კორონავირუსმა მთელი მსოფლიო მოიცვა და აბსოლუტური პარალიზება მოახდინა. ეს ყველაფერი ძალიან სამწუხაროა, თუმცა მწუხარებას არ უნდა მივეცეთ, ყველაფერი გადაივლის და ადამიანები ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდებიან.“
„პოლიცია, სამხედრო ძალები, ექიმები და კიდევ ბევრი ადამიანი გმირობის ტოლფასს საქციელს ჩადის, ყველას მადლობას ვუხდი.“
„ზიდანთან ბოლო დროს კავშირი არ მქონია, მაგრამ ის ჩემ მიმართ ყოველთვის იჩენდა ყურადღებას და თავდაჯერებულობას მმატებდა.“
- 6 აპრილი 2020
- 662
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.