Corriere Dello Sport - თუ „იუვეს“ კრიზისი ასე გაგრძელდა, რონალდუ წავა!“
იტალიური გამოცემების ინფორმაციით, „იუვენტუსის“ ყოველდღიური ზარალი კოლოსალურია და ეს გუნდი არის ყველაზე მძიმედ დაზარალებული არსებული პანდემიისგან...
Corriere Dello Sport იუწყება, რომ თუ საქმე ასე გაგრძელდა რონალდუს გაშვება თავად ტურინელთა ინტერესებში შევა, ვინაიდან პორტუგალიელის ხელფასი „ბებერი ქალბატონის“ 7-8 ფეხბურთელს ეყოფა.
„იუვენტუსს“ აღარ რჩება იმის რესურსი, რომ რონალდუს ხელფასი გადაიხადოს, მას პრობლემები აქვს როგორც სპონსორებთან, ასევე შიდა „სტაფთან“ დაკავშირებითაც.
35 წლის ფეხბურთელის 70 მილიონ ევროდ გაშვება და იმ ხელფასის მომდევნო წლებში გადახდისგან თავის არიდება, რაც პორტუგალიელს აქვს განსაზღვრული, ტურინელებს დიდ პრობლემებს მოუხსნის.
არაერთი იტალიური გამოცემა წერს, რომ მონდომების შემთხვევაში, „რეალი“ რონალდუს აუცილებლად დაიბრუნებს.
- 5 აპრილი 2020
- 5 459
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.