ზიდანი არჩევანს ფაბიან რუისსა და ვან დე ბეეკს შორის გააკეთებს
ფაბიან რუისი „რეალის“ რადარზე ჯერ კიდევ მაშინ გამოჩნდება, როდესაც კლუბს სათავეში ჟულიენ ლოპეტეგი ედგა, თუმცა მაშინ შეთანხმება ვერ შედგა და ესპანელი ნახევარმცველი იტალიაში დარჩა...
რუისის მიმართ ინტერესი ზიდანმაც გამოხატა და გასულ ზაფხულს ფლორენტინო პერესი „ნაპოლისთან“ მოლაპარაკებებს უშედეგოდ ცდილობდა.
ახლა ვრცელდება ინფორმაცია, რომ მომდევნო სატრანსფერო ფანჯრის დროს ზიდანი არჩევანს ფაბიანსა და ვან დე ბეეკს შორის გააკეთებს. რომელიმე ფეხბურთელის გამადრიდელების შემთხვევაში, მეორე მხარეზე ინტერესი აღარ იარსებებს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ორივე ფეხბურთლის ფასი დაახლოებით იდენტურია, თუმცა მათი სათამაშო ფილოსოფია და სტილი რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან, სწორედ ამიტომ არჩევანის გაკეთება ზიდანს მოუწევს. სწორედ ფრანგმა ლეგენდამ უნდა განსაზღვროს მთავარი პრიორიტეტი, რომლის გარშემოც გააერთიანებს გუნდს და რომელი მიზნის მისაღწევადაც დასჭირდება ის ფეხბურთელი, რომელზეც შეაჩერებს არჩევანს.
- 6 აპრილი 2020
- 1 068
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.