ცნობილია თანხა, რომლის გადახდის შემთხვევაში რონალდუ „რეალში“ დაბრუნდება!
გავრცელებული ინფორმაციით, კრიშტიანო რონალდუს „იუვენტუსმა“ ფასი დაადო...
Defensancetral იუწყება, რომ 70 მილიონი ევროს გადახდის შემთხვევაში, მადრიდის „რეალი“ კლუბის ლეგენდას დაიბრუნებს.
35 წლის მოთამაშეში 2 წლის წინ „იუვენტუსმა“ 105 მილიონი ევრო გადაიხადა, ახლა კი მისი ფასი ბუნებრივია შემცირდა, ვინაიდან საკმაოდ არასახარბიელო ასაკში იმყოფება.
ბევრისთვის დაუჯერებელია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „7“-იანი „რეალში“ დაბრუნდება, თუმცა მისი ტრანსფერი თუნდაც მარკეტინგულად იმდენად მომგებიანი და ხმაურიანი იქნება, რომ ამ კრიზისის დროს „ბლანკოსის“ წისქვილზე ნამდვილად დაასხამს წყალს.
ერთადერთი შემაფერხებელი ფაქტორი, რამაც შეიძლება რონალდუს და „რეალის“ თანამშრომლობას ხელი შეუშალოს, პორტუგალიელის ხელფასია.
- 4 აპრილი 2020
- 22 559
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.