ესპანეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი კოლოსალურად იმატებს
ევროპაში იტალია ყველაზე ცხელ წერტილად სახელდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ესპანეთში პანდემია სერიოზულად პროგრესირებს და დაავადებულთა რიცხვი მნიშვნელოვნად იმატებს...
ამ წუთის მონაცემებით ინფიცირებულთა რიცხვი 125 000-ს აღემატება, რაც თავისთავად ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ყოველდღიურად ათასობით ადგილობრივი ინფიცირდება და ქვეყანა ფაქტობრივად პარალიზებულია.
ამ ყველაფრის პარარელურად საფეხბურთო საკითხებზე მსჯელობა საერთოდ აღარ მიმდინარეობს. ძალიან რთულია პროგნოზირება, საერთოდ განახლდება თუ არა ჩემპიონატი, თუმცა ის ფაქტია, რომ მაისის დასაწყისში გუნდები მოედანზე გასვლას ვერ შეძლებენ, ვინაიდან მომდევნო კვირებში სიტუაციის რადიკალური შეცვლა შეუძლებელია.
იმედი ვიქონიოთ ყველაფერი დროულად გამოსწორდება და მხარი დავუჭიროთ ესპანელ ხალხს.
- 4 აპრილი 2020
- 1 006
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.