3 სუპერ ტრანსფერი მადრიდის „რეალში“!
ესპანური გამოცემების ინფორმაციით, მადრიდის „რეალი“ 3 სუპერ ტრანსფერზე მუშაობს და სამივე გაჩარხვა საკმაოდ რეალურია.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფლორენტინო პერესი მზად არის, მატიას დე ლიხტი დაიმატოს და ტრანსფერის ალბათობა საკმაოდ მაღალია.
მეორე ტრანსფერად ერლინგ ჰოლანდი სახელდება. აქ ყველაფერი „ბლანკოსზე“ იქნება დამოკიდებული, ვინაიდან გამოსასყიდი თანხის გადახდის შემთხვევაში, „ბლანკოსი“ ნორვეგიელი ფორვარდის კონტრაქტს გამოისყიდის და „დორტმუნდს“ არანაირი ბერკეტი აღარ დარჩება.
მესამე შეთანხმება დიდი ალბათობით დონი ვან დე ბეეკს შეეხება, რომელთანაც სიტყვიერი შეთანხმება რამდენიმე თვის წინ ისედაც არსებობდა.
გარდა ამ ტრანსფერებისა სამეფო კლუბი არ ივიწყებს კილიან მბაპეს და სადიო მანეს. ასევე იგეგმება აშრაფ ჰაკიმისა და მარტინ ოდეგორის დაბრუნება.
- 4 აპრილი 2020
- 5 807
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.