ლუკას კლოსტერმანი - სერხიო რამოსის შეცვლის ერთ-ერთი კანდიდატია
მადრიდის „რეალმა“ თვალი გერმანიის ბუნდესლიგაში მოთამაშე 23 წლის ფეხბურთელს დაადგა...
საქმე ეხება ლუკას კლოსტერმანს, რომელიც „ლაიფციგის“ ღირსებას იცავს და მიმდინარე სეზონში განსაკუთრებული სტაბილურობით გამოირჩება.
კლოსტერმანს მიმდინარე კონტრაქტი გერმანულ კლუბთან 2021 წელს ეწურება და მისი დამატება 2020 წლის ზაფხულში მინიმალურ ფასად არის შესაძლებელი.
უნდა აღინიშნოს, რომ კლოსტერმანი „ლაიფციგში“ შეუცვლელი მცველია, მან მიმდინარე სეზონში 33 დაპირისპირებაში მიიღო მონაწილეობა და საბოლოო ჯამში მოედანზე 2700 წუთზე მეტი დაჰყო, ის ასევე გამოირჩა საგოლე გადაცემებითა და გატანილი გოლებით.
- 3 აპრილი 2020
- 993
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.