„იუვენტუსის“ ახალგაზრდა ვარსკვლავი „რეალში“ - მინო რაიოლა მოქმედებაზე გადავიდა!
იტალიური და ესპანური გამოცემების ინფორმაციით, ტურინის „იუვენტუსი“ სერიოზულ კრიზისშია და დიდი ალბათობით, კლუბს რამდენიმე ვარსკვლავის გაყიდვა მოუწევს, რათა იმ ზარალის გარკვეული სუფსიდირება მოახდინოს, რომელსაც ყოველდღიურ რეჟიმში იღებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მატიას დე ლიხტის აგენტი, მინო რაიოლა ფლორენტინო პერესს დაუკავშირდა და უთხრა, რომ ახალგაზრდა ვარსკვლავის დამატება ახლა ყველაზე მარტივია და „რეალმა“ სამოქმედო გეგმა უნდა წარმოადგინოს.
დე ლიხტი მომავლის მცველია, მის ძალიან დიდ პერსპექტივაში ეჭვი არავის ეპარება. ჯერ კიდევ „აიაქსში“ თამაშის დროს ჰოლანდიელმა ბევრჯერ აჩვენა საკუთარი კლასი.
ესპანური გამოცემების ინფორმაციით, მადრიდის „რეალს“ დე ლიხტის დამატება 65-70 მილიონ ევროდ შეეძლება, რაც მისი კალიბრის მცველისთვის ამ ეტაპზე ნამდვილად კარგი ფასია.
- 2 აპრილი 2020
- 4 465
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.