მოდრიჩი წავა, თუ „რეალი“ პოგბას ან ვან დე ბეეკს დაიმატებს
ლუკა მოდრიჩი მომავალზე ფიქრობს. ხორვატი ფეხბურთელი სულ მალე 35 წლის ხდება...
მომდევნო სეზონის სტარტზე ოქროს ბურთის მფლობელი 35 წლის გახდება. ბუნებრივია, ლუკიტა ფიქრობს, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ფაქტი ერთია, მასსა და „მერენგებს“ შორის მოლაპარაკებები ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით არ მიმდინარეობს.
მოდრიჩი აცნობიერებს, რომ ეტაპობრივად კარგავს იმ ძალას, ფიზიკურ მომზადებას და კონდიციას, რომელიც „ბლანკოსის“ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად სჭირდება.
მოქმედი კონტრაქტის მიხედვით, მას „ბლანკოსში“ დარჩენა კიდევ ერთი წლით შეუძლია. „რეალის“ პრინციპული გადაწყვეტილებაა, რომ ნახევარმცველს არჩევანის გაკეთების საშუალება მისცეს. თუ ლუკა მოინდომებს, ის კლუბში მომდევნო ზაფხულამდე დარჩება, სხვა შემთხვევაში კი ახალი კლუბის მოძიებაც შეუძლია.
ესპანურ გამოცმებზე დაყრდნობით, მოდრიჩი დარჩენაზე ფიქრობს, მაგრამ სათადარიგოთა სკამზე დაჯდომაც არ სურს, ვინაიდან 2021 წელს ევროპის ჩემპიონატი გაიმართება და ხორვატიის ნაკრებს ის ძალიან დასჭირდება.
იმ შემთხვევაში, თუ ზიდანი პოლ პოგბას ან დონი ვან დე ბეეკს დაიმატებს, მოდრიჩის ადგილი მართლაც აღარ დარჩება და კონკურენცია არნახულად გაიზრდება, აქედან გამომდინარე, ლუკა გუნდს დატოვებს, ხოლო შუა რგოლში არავის დამატების შემთხვევაში, ლუკა „ბლანკოსში“ თავის ადგილს დაინახავს.
- 2 აპრილი 2020
- 2 663
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.