სებალიოსი:„იძულებული ვარ, „რეალში“ დავბრუნდე“
დანი სებალიოსმა მადრიდის „რეალსა“ და ზინედინ ზიდანზე ისაუბრა...
„30 ივნისს მოქმედი საიჯარო ხელშეკრულება მეწურება და იძულებული ვარ მადრიდში დავბრუნდე.“
„„არსენალში“ დიდი იმედებით მოვედი და ყველაფერი კარგად წარიმართა, თუმცა მიღებულმა ტრავმამ ყველაფერი შეცვალა.“
„ზიდანთან მხოლოდ ერთხელ მქონდა კონტაქტი. როდესაც ტრავმა მივიღე, მან დამირეკა და დროული გამოჯანმრთელება მისურვა, სხვა შემთხვევაში, ჩვენ არანაირი კავშირი არ გვქონია.“
„მადრიდის „რეალი“ ბოლო დროს ყველაზე სტაბილური იყო და პროგრესს აღწევდა.“
„ლოპეტეგის მმართველობის პირობებში მოედანზე გასვლა გაცილებით ხშირად შემეძლო, შემდეგ კი ვითარება შეიცვალა. ნამდვილად ვერ გეტყვით, გაგრძელდება თუ არა ჩემი მადრიდული კარიერა, ყველაფერს სულ მალე, ზაფხულში გავიგებთ.“
- 1 აპრილი 2020
- 1 971
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.