„იუვენტუსს“ ფინანსური კრიზისი აქვს, პრესა რონალდუს მადრიდში დაბრუნებაზე წერს
იტალიური გამოცემების ინფორმაციით, „იუვენტუსი“ არის კლუბი, რომელიც კორონავირუსისგან ყველაზე მეტად დაზარდა და ზარალი ყოველდღიურ რეჟიმში იმატებს.
კლუბის ხელმძღვანელობა გამოვალს ეძებს, რაც პირველ რიგში ხელფასების მნიშვნელოვან შემცირებას ეხება.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, კრიშტიანოს სარგო ტურინში შესაძლოა განახევდრეს, რაც ფეხბურთელის მხრიდან დიდ უკმაყოფილებას იწვევს.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „ბებერი ქალბატონი“ მსოფლიო ვარსკვლავს ბონუსებითაც ვერ წაახალისებს, რასაც მიმდინარე კონტრაქტი ითვალისწინებს.
ამ ყველაფრის პარალელურად კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ პორტუგალიელს თვალი მადრიდზე უჭირავს და ფლორენტინო პერესი მზად არის, მას ასტრონომიული ხელფასი ძალაში დაუტოვოს.
თუ რონალდუ „რეალში“ დაბრუნდება, ეს იქნება ყველაზე დიდი სენსაცია 21-ე საუკუნეში.
- 31 მარტი 2020
- 4 923
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.