იგუაინი: "არაფერია გადაწყვეტილი"
"ბლანკოსის" ფეხბურთელი, გონსალო იგუაინი, ჟურნალისტებს ესაუბრა.
"რეალი" დარწმუნებულია თავის ძალებში.მაშინ, როდესაც მათემატიკურად გვაქვს შანსები ჩემპიონობისა, რა თქმა უნდა, ძალისხმევას არ დავიშურებთ და საქმეს ბოლომდე მივიყვანთ.ჩვენი მიზანია "მალაგას" დამარცხება.რასაკვირველია, ნაკლები შანსია იმისა, რომ "ბარსამ" "კამპ ნოუზე" ქულები დაკარგოს, თუმცა "ვალიადოლიდი" ყველაფერს გააკეთებს ამისათვის."
"სამწუხაროა, როდესაც ამ რაოდენობის ქულებს აგროვებ, მაგრამ ვერ ხდები ჩემპიონი.სიმართლე გითხრათ, ამაში გასაკვირი არაფერია, რამეთუ ფეხბურთისაგან ყველაფერს უნდა ველოდოთ.შემადგენლობა მორალურად კარგად გრძნობს თავს.ნათელია, რომ ტიტულის აღმართვა ძალიან რთულია მიმდინარე სეზონის ბოლოს, თუმცა არაფერი გადაწყვეტილი.ჩვენ ვართ ნამდვილი პროფესიონალები, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლომდე ვიბრძოლებთ."
"მე ყოველთვის თავდაუზოგავად ვმუშაობ.წლევანდელი სეზონი კარიერაში ერთ-ერთი შედეგიანიაა.სწორედ, დამაკმაყოფილი ჯაფის შედეგად, გამომიძახეს არგენტინის ეროვნულ ნაკრებში."
"არავის სურს მუნდიალის გამოტოვება, თუმცა ახალგაზრდა მოთამაშეებს შემდეგშიც ექნებათ იქ მოხვედრის შანსი."
- 13 მაი 2010
- 1 607
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.