„რეალის“ პირველი ტრანსფერი ზაფხულში ცნობილია!
როგორც სჩანს, ზინედინ ზიდანმა საბოლოო ჯამში მიზანს მიაღწია...
ესპანურ და ფრანგულ გამოცემებზე დაყრდნობით, სამეფო კლუბის პირველი ტრანსფერი ზაფხულში ედუარდო კამავინგა იქნება, რომელზეც პრეტენზიას კატალონიის „ბარსელონაც“ აცხადებდა.
17 წლის ფეხბურთელი, რომელსაც ადგილობრივ კლუბთან 2022 წლამდე უნდა დარჩენილიყო, ზაფხულში „მერენგების“ რიგებს შეუერთდება და მისი ფასი დაახლოებით 65 მილიონი ევრო იქნება.
კამავინგა ზიზუს რეკომენდაციაა, ფრანგი ლეგენდა თვლის, რომ ახალგაზრდა ნახევარმცველი „ბლანკოსში“ კაზემიროს ღირსეული შემცვლელი იქნება.
- 30 მარტი 2020
- 5 544
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.