ჩეფერინი:„ჩემპიონთა ლიგა შეიძლება ჩაიშალოს“
UEFA-ს პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინიმ ჩემპიონთა ლიგასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„მოვლენები იმდენად მძიმედ მიმდინარეობს, რომ ტურნირის ჩაშლის საშიშროება დადგა. წლევანდელი სეზონი შესაძლოა დავკარგოთ და სექტემბრიდან ახალი სეზონი დავიწყოთ.“
„ჩემპიონთა ლიგა არ არის იმ ეტაპზე, რომ ვინმეს გამოკვეთილი შანსები სჩანდეს, აქედან გამომდინარე, ნებისმიერ სცენარს განვიხილავთ.“
„ასევე არსებობს ვარიანტი, რომლის მიხედვითაც, ტურნირი ქომაგების გარეშე ჩატარდება, თუმცა რა თქმა უნდა, ესეც ძალიან ცუდი მოვლენა იქნება.“
„აპრილის ბოლომდე განვითარებულ მოვლენებს ძალიან დიდი მნიშვნელობა მიენიჭება. ვითარება ყველგან უნდა დასტაბილურდეს, 2 და 3 ქვეყანაში სიტუაციის გამოსწორება არაფერს მოგვცემს.“
- 29 მარტი 2020
- 5 600
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.