ოდრიოზოლა შესაძლოა „სევილიაში“ წავიდეს
ალვარო ოდრიოზოლას მომავალი კლუბი შესაძლოა „სევილია“ გახდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, „რეალი“ უკვე მუშაობს ალვარო ოდრიოზოლასთან დაკავშირებით, რომელიც 30 ივნისს მიუნხენის „ბაიერნს“ დაემშვიდობება და „ბლანკოსში“ დაბრუნდებდა.
ხელშეკრულებას ვადა 30 ივნისს გასდის და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, სეზონი დასრულებული იქნება თუ არა. ჯერ არავინ იცის რა ბედი ეწევა ბუნდესლიგას და ლა ლიგას, თუმცა ფაქტია, რომ ოდრიოზოლამ შესაძლოა სეზონი „მერენგებში“ დაასრულოს.
ესპანელ განაპირა მცველთან დაკავშირებით შეთავაზება „სევილიას“ აქვს, რომელიც მზად არის, ოდრი 1 წლიანი იჯარით წაიყვანოს. ამ წინადადებას ფლორენტინო პერესი სერიოზულად განიხილავს და არ არის გამორიცხული შეთანხმება შედგეს.
- 29 მარტი 2020
- 764
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.