ბერნაბეუს სარეკონსტრუქციო სამუშაოები შეჩერდა
კორონავირუსი ესპანეთს ძალიან დიდი მასშტაბებით უტევს. ქვეყნის მთავრობამ 9 აპრილამდე მაქსიმალური აკრძალვები დააწესა, რამაც მშენებლობები და სხვა სამუშოაებიც აკრძალა.
ბუნებრივია, აკრძალვა სანტიაგო ბერნაბეუს სარეკონსტრუქციო სამუშაოებსაც შეეხო. მადრიდის „რეალმა“ დირექტივა უმალვე შეასრულა და ამ წუთებში სანტიაგო ბერნაბეუს ირგვლივ არსებული სამუშაოები სრულად არის შეჩერებული.
ბერნაბეუს განახლების პროექტი მას შემდეგ განახლდება, რაც სამეფო კლუბის ხელმძღვანელობა ამის უფლებას ცენტრალური მთავრობისგან მიიღებს.
- 29 მარტი 2020
- 774
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.