Marca - კამავინგა პოგბას სტილის უფრო არის, ვიდრე კაზემიროსი
ესპანური გამოცემა - „მარკას“ ანალიტიკოსები მადრიდის „რეალის“ ახალ ინტერესზე შეფასებებს აკეთებენ...
17 წლის ედუარდო კამავინგა ძალიან გაპოპულარდა და ეს ბუნებრივიცაა. ნახევარმცველზე პრეტენზიას მსოფლიო ფეხბურთის 2 გრანდი აცხადებს „ბარსელონასა“ და „რეალის“ სახით.
სამეფო კლუბი კამავინგაში კაზემიროს შემცვლელს ხედავენ, თუმცა ექსპერტებს სულ სხვა მოსაზრება აქვთ. „მარკას“ წარმომადგენლების აზრით, კამავინგა პოგბას სტილის ფეხბურთელი უფროა, ვიდრე კაზემიროსი, თუმცა ამასთანავე დასძენენ, რომ ედუარდო მხოლოდ 17 წლის არის და სათამაშო მანერის შეცვლაც შეუძლია.
კარლოს კარპიო კაზემიროს „ახალგაზრდობას“ იხსენებს და აცხადებს, რომ ბრაზილიელი სულ სხვა სტილის მოთამაშე იყო, თუმცა ზინედინ ზიდანმა ტიპიურ ჩამშლელად აქცია და როგორც სჩანს, სწორი გადაწყვეტილებაც მიიღო. თუნდაც „კასტილიაში“ თამაშის დროს და შემდეგ „პორტოშიც“, ბრაზილიელი საგოლე გადაცემებსაც აკეთებდა, მეტ ტექნიკას ფლობდა და სულ სხვა სტილში თამაშობდა.
თუ ზიდანი კამავინგას გარდაქმნას და ახალი კაზემიროს ჩამოყალიბებას აპირებს, ეს სხვა საკითხია, რომელიც თავის მხრივ რისკებს შეიცავს, სხვა შემთხვევაში კი ედუარდო უფრო შემოქმედი ფეხბურთელია, რომელიც თამაშის სტილით გარკვეულწილად პოგბას ჰგავს, ფრანგი ფეხბურთელი კი ჩამშლელობისგან ძალიან შორსაა.
- 29 მარტი 2020
- 1 087
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.