მარტინესი:„აზარი საკუთარ სათქმელს მალე იტყვის“
ბელგიის ნაკრების თავკაცის, რობერტო მარტინესის განცხადებით, ედენ აზარი საკუთარ სათქმელს მალე იტყვის.
„აზარი ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მისი პირველი სეზონი „რეალში“ ასეთი ცუდი იქნებოდა. ბელგიელს არ გაუმართლა, მას იღბალმა აქცია ზურგი.“
„ეჭვი არ მეპარებს, ედენი საკუთარ სათქმელს სულ მალე იტყვის. ჯერ კიდევ არის დრო იმისათვის, რომ ედენმა რეაბილიტაცია გაიაროს და შემდეგ „ბლანკოსის“ უდავო ლიდერად მოგვევლინოს.“
„ყველამ კარგად იცის, რა შეუძლია აზარს, ეჭვი არ მეპარება, ის ზინედინ ზიდანის გუნდის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა სულ მალე გახდება.“
- 28 მარტი 2020
- 1 184
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.